მოქმედი ან ყოფილი პრემიერი - მამუკა ღლონტის თქმით, მაესტროს წილების დათმობას აიძულებენ
პოლიტიკა - 18:41, 08 Dec, 2016     2274
მამუკა ღლონტის განცხადებით, შემოსავლების სამსახური რადიო მაესტროში შემოწმებას ორი თვით ახანგრძლივებს, რაც ღლონტს ეჭვებს უჩენს.
როგორც მამუკა ღლონტმა "რუსთავი 2"- ის ეთერში აღნიშნა, "სახელისუფლებო მოურავები დაშინების გზით მასსა და ეკა აკობიას ტელეკომპანია მაესტროს წილების დათმობას აიძულებენ".

„ის არის სახელისუფლებო მოურავი და მის ზემოთ კიდევ რამოდენიმე მოურავი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით,“ - განაცხადა მამუკა ღლონტმა და იქვე დასძინა, რომ ერთ-ერთი, ვინც ზეწოლას ახორციელებს, ირაკლი რუხაძეა.

რაც შეეხება შემოწმებას, მამუკა ღლონტი განმარტავს მიზეზებს, რის გამოც მას ზეწოლის შთაბეჭდილება რჩება.

„შემოვიდნენ შემოწმებაზე, არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მედია ხელშეუხებელია შემოწმების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყველა ორგანიზაციაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნორმის ფარგლებში. ჩვენ წარვუდგინეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც აქვთ, რადგან ეს ყველაფერი ღიაა. ნებისმიერი ხელშეკრულება და გადარიცხვა ისახება მათ საიტებზე, მათ უნდა დაესრულებინათ შემოწმება 8 დეკემბერს და მოგვდის მეორე ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ისინი აგრძელებენ თებერვლის ბოლომდე ამ შემოწმებას.

"ეს არის ზეწოლა მედიაზე, იმიტომ, რომ მათ სურთ სტრესულ მდგომარეობაში გვამყოფონ რამოდენიმე თვე, კიდევ გააგრძელონ ან შემოუშვან თავიანთი ზონდერები, რომლებიც დასხდებიან ჩვენს ოფისში, დაიწყებენ ჩვენს კომპიუტერებში ქექვას და არ მოგვცემენ მუშაობის საშუალებას. ეს არის ის ვარაუდი, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა და რომლის სიმყარეშიც დარწმუნებული ვართ,“ - აცხადებს ღლონტი.

მამუკა ღლონტი ვარაუდობს, რომ მაესტროს წილების გაყიდვით მაღალი თანამდებობის პირები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის შესაძლოა მოქმედი ან ყოფილი პრემიერმინისტრები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42