დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო
პოლიტიკა - 17:34, 08 Dec, 2016     1545
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელ ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვია და საბაჟოს მომსახურების ხარისხს გაეცნო.

აღნიშნული საბაჟო მგზავრებს და ტვირთის გადამზიდავებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. მისი მეშვეობით ყველაზე მეტი მგზავრი და ტვირთი გადაადგილდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. საბაჟოს სტატისტიკით, ყოველდღიურად აღნიშნულ გამშვებ პუნქტს 10,000 პირი კვეთს.

„წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას და სხვ.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საქართველოს საბაჟოს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას როგორც მგზავრებზე, ისე ტვირთებზე. შედეგად, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების შემოწმების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა საბაჟოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, როგორც ბარგის და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე სხეულის თანამედროვე რენტგენო-სკანერის აპარატები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირებისა და მათი ბარგის, ისე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. აღნიშნული სკანერების და სხვა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, „წითელი ხიდის“ მებაჟეებმა კონტრაბანდის არაერთი ფაქტი აღკვეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42