“საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პოლიტიკა - 17:31, 08 Dec, 2016     1434
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის - OGP 16'' მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც OGP16 -ის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს სამიტში და ოფიციალურ მიღებაში მონაწილეობისათვის.

ჟან მარკ ეროსის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს დელეგაცია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით იქნება მიღებული და საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება.

''OGP16 - ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იღებდნენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობა - OGP'' 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

პარტნიორობის ფარგლებში საქართველო 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად და 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან კი, ერთი წლის ვადით, საქართველო წამყვანი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42