საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ კონსესუსს ეხმაურება. მისი თქმით, შეჩერების მექანიზმი იყო ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის:
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიც და სასიხარულოა, რომ ევროკავშირში მიღწეულია კონსესუსი შეჩერების მექანიზმზე, რაც ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის. დარჩა კიდევ ოფიციალური პროცედურები, პარლამენტში კენჭისყრა მათ შორის, როგორც შეჩერების მექანიზმის, ისევე საქართველოს საკითხზე. თუმცა, არსებობს ურყევი ნება და მზაობა, ეს პროცედურებიც მალე დასრულდეს. ვიმედოვნებთ, საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით.საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია“,- აღნიშნავს დავით ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






