ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში - მოქალაქეთა ნაწილი სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება
პოლიტიკა - 09:59, 09 Dec, 2016     23403

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება, საქმე ხარჯების ოპტიმიზაციას ეხება, რომლის მიხედვით ნახევარი მილიონი მოქალაქე სავარაუდოდ სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩება. ცვლილება შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შეეხება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით უნდა მოხდეს საყოველთაო დაზღვევით და კერძო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეებს შორის:

„რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს. საყოველთაოში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს საყოველთაო დაზღვევას და კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან. როდესაც ისინი პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გადაუდებელი შემთხვევა უნდა გაუშვან საყოველთაოში და დანარჩენს დააფინანსებენ. ეს გამიჯვნა აუცილებლად მოხდება,“ - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით საყოველთაო დაზღვევა კატეგორიებად დაიყოფა და ის შეძლებულ ფენას არ შეეხება.

„მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42