"მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით"- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 15:55, 08 Dec, 2016     4158
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი კვლავ უფასურდება, ასევე, ფასების ზრდაა მოსალოდნელი იმ საგადასახადო ცვლილებებით რომელსაც პარლამენტი მალე მიიღებს, მთავრობა უხეშად აგრძელებს არასწორ კურსს, არღვევს ბიუჯეტის შესახებ კანონს. მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით.

დღეისათვის, ლიმიტს, რომელიც კანონითაა დადგენილი მთავრობამ 170 მილიონი ლარით გადააჭარბა. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც ნაშთებიდან გაიწევა და მთლიანობაში დაახლოებით 300 მილიონი ლარის დეფიციტური ხარჯვაა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასების მატებაზე.

თუ გავითვალისწინებთ ამ უკანონოდ აღებული შიდა ვალს - 170 მილიონ ლარს, ვნახავთ, რომ შემოსავლების მობილიზება დარჩენილ პერიოდში უნდა იყოს დაახლოებით 1.3 მილიარდი ლარი. რაც წარმოუდგენილია. რომც შემოვიდეს ეს თანდა დეკემბრის ბოლო რიცხვებში, ეკონომიკაში და მიმოქცევაში ბუნებრივია ასე სწრაფად ვერ გავა.

ამას ემატება ისიც, რომ კვლავ მილიარდ 270 მილიონი გასცა ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხის სახით. ეს ერთი მილიარდით მეტია, ვიდრე ზაფხულის დასაწყისში იყო. რეფინანსირების სესხებს აქვს თავისი დადებითი ეფექტი, რაც ლიკვიდობის პრობლემის გადაჭრაში გამოიხატება. თუმცა, როგორც ჩანს ბანკებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან გუშინ სახაზინო ვალდებულებებზე (52 მილიონ ლარზე) განაცხადი შეიტანეს, ანუ მზად იყვნენ მთავრობა დაეფინანსებინათ ამ თანხით.

მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ვალი, რომელიც კომერციული ბანკებიდანაა აღებული მილიარდ-ნახევრით გაიზარდა, ხოლო სახაზინო ვალდებულებებიდან ემიტირებულმა თანხებმა 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა"- განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42