თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:47, 08 Dec, 2016     1708
თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს ეხმაურება, თითქოსდა მერია ძველ თბილისში 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებისამებრ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

გვინდა განვმარტოთ, რომ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. „დაკიდული ბაღები“-ს მოწყობის მიზნით გადაეცა. ამასთან, საიჯარო პერიოდში, კომპანიამ აიღო ვალდებულება სკვერის რეაბილიტაციის მიზნით 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში, 19747 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, განახლდება არსებული და მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, სკამები, აღდგება მწვანე საფარი და სარწყავი სისტემა.

აღსანიშნავია, რომ საიჯარო პერიოდში კომპანია სკვერის მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქალაქს შეემატება კიდევ ერთი აქტიური სარეკრეაციო ზონა, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები დასვენებას და თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ისთვის ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მერიის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ნოემბერს მიიღო და აღსანიშნავია, რომ მას მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემაც დაუჭირა, რომელმაც დღეს მისსავე მხარდაჭერილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი „საეჭვო ვითარებაში სხვისდება“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა და ნათელი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფრაქციის თავმჯდომარე, წევრებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს დაკავებულ თანამდებობას.

თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავი შეიკავონ მსგავსი სახის მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან და დაკავებული თანამდებობები ნაცვლად ტყუილებისა გამოიყენონ თბილისისა და თბილისელებისთვის საკეთილდღეო საქმეების განხორციელების მიზნით"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42