„რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა? 1. თუ არ ვითანამშრომლებთ რეადმისიაზე. შეთანხმება მიგრანტების უკან დაბრუნებაზე. 2 თუ საგრძნობლად გაიზარდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. 3 თუ საგრძნობლად გაიზარდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები . ასევე, თუ უარს საზღვრის გადაკვეთაზე საგრძნობლად ბევრი პირი მიიღებს. გვექნება უფლება განვახორციელოთ მოკლევადიანი ვიზიტები. 90 დღე 180 დღის განმავლობაში. უვიზო მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს.
რეადმისია ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც არალეგალურად გადაკვეთეს წევრი–სახელმწიფოს ტერიტორია უდოკუმენტოდ ან ყალბი დოკუმენტით;
• ისინი, ვისაც აქვთ ქვეყანაში ბინადრობისა და მუშაობის უფლება, თუმცა დაარღვიეს სახელმწიფოში ლეგალურად ყოფნის ვადები, ან დაარღვიეს სახელმწიფოში ყოფნის სხვა პირობები.
• ისინი, ვინც ლეგალურად იმყოფებიან წევრი–სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომელსაც არ ითვალისწინებს მათზე გაცემული ვიზა/ბინადრობის უფლება (ანუ არ ჰქონდათ ე.წ. „სამუშაო ვიზა");
• ვინც მოქმედი ვიზით/ბინადრობის უფლებით გადაკვეთეს ტერიტორია, მაგრამ დარჩნენ უფრო მეტი ხნით, ვიდრე ამას ითვალისწინებდა კონკრეტულ პირზე გაცემული ვიზა/ბინადრობის უფლება“- წერს ქეთევან ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






