გენადი არველაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულები გააცნო
პოლიტიკა - 12:34, 08 Dec, 2016     804
„პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში“- ამ სახელწოდების სემინარი EU4Business ინიციატივის ფარგლებში დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართეს.

შეხვედრის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“(DCFTA)-ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების მომზადება იყო. სემინარზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შორის, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. მისმა მონაწილეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.

სემინარს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. აღნიშნული პირები ჩართულნი არიან საქართველოში ასოცირების შეთანხმება/DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებული სექტორული კვალიფიკაციების/პროფესიული უნარების განვითარების პროცესში.

„დღევანდელ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“( DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე ვისაუბრეთ გარდამავალი პერიოდისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია დაახლოების პროცესში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით, თუ რა რეფორმებია დაგეგმილი, როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობა, საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ამ პროცესში. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, გადამზადდნენ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, ამაღლდეს მათი კვალიფიციური და პროფესიული უნარები, რაც პროდუქტიულობის გაზრდის წინაპირობაა. შესაბამისად, გაიზრდება გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მეტი პერსპექტივებიც გაუჩნდებათ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას გენადი არველაძემ.

სემინარის ორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42