სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
პოლიტიკა - 12:28, 08 Dec, 2016     1523
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით უწყების თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ნაძვის ნერგები პრობაციონერებთან ერთად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეებმა ზვიად მიხანაშვილმა და თეიმურაზ მღებრიშვილმა, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა გრიგოლიამ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველმა ენტონი სტრეველერმა დარგეს.

დღესვე სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) სამუშაო ინვენტარი გადასცა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებისთვის არის განკუთვნილი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით გამწვანების აქცია ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიის გარდა, პენიტენციური დაწესებულებების ეზოებშიც ჩატარდა.

„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემული სამუშაო იარაღებით პრობაციონერები მათზე დაკისრებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას აღასრულებენ,“-განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველი ენტონი სტრეველერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს აქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებას ემსახურება. ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სწორედ ასეთი სახით უნდა მოხდეს;“-განაცხადა ენტონი სტრეველერმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა გრიგოლიას განცხადებით INL-ის მიერ გადაცემული ინვენტარი როგორც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე შრომამისჯილი მსჯავრდებულებისთვისაც გამოიყენება.

გამწვანების აქციას დღეს თბილისის მერიაც შეუერთდა და უწყებას ნაძვის ნერგები გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42