დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
პოლიტიკა - 10:51, 08 Dec, 2016     2567
თბილისის მერი დავით ნარმანია, 9 დეკემბერს, პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი 7-9 დეკემბერს იმართება. ღონისძიების ფარგლებში, დავით ნარმანია დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს UNDP-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფში Making Cities Work: Opening and Optimizing. აღნიშნულ პანელზე განხილული იქნება ქალაქის ღია მმართველობის პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი ღიაობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. სამიტზე თბილისი 2017 წლის თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წლის ნოემბერში დაამტკიცა. (http://ogp.tbilisi.gov.ge/img/original/2016/11/18/DRAFT_action_plan_5.4._(1)(2).pdf)

„საერთაშორისო სამთავრობო გამჭვირვალობის პარტნიორობის ფარგლებში, თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელსაც აქვს მზა სამოქმედო გეგმა გახადოს ადგილობრივი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ხალხზე ორიენტირებული. თბილისის მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო აღნიშნული სტრატეგია. დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება პარიზში, იმ წამყვან ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებსაც მსგავსი სტრატეგია აქვთ. გავცვლით გამოცდილებას, რათა მმართველობა ჩვენს ქალაქებში უფრო მეტად ღია და გამჭვირვალე იყოს. ამდენად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პარიზში გამართულ სამიტს, ასევე, ესწრება თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის ამჟამინდელ 4 წევრ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) გამოაცხადა კანდიდატურების მიღება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის საპილოტე პროგრამაში ჩასართველად. თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელთაც აქვთ მიღწევები მმართველობის ღიაობის კუთხით.

ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მერია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით, მმართველობას კიდევ უფრო ღიას, გამჭვირვალესა და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს გახდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42