საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა
პოლიტიკა - 10:06, 08 Dec, 2016     2546

საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა. როგორც ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფიაშია ნათქვამი ის არის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი LL.M.-Jena, დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.

2006 - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;

2008 - სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;

2010 - მაგისტრი სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.) - გერმანია, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;

2012-დან დღემდე დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, დეკანის თანაშემწე, სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

2008-2012 წლები - სამეცნიერო სტიპენდიანტი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში:

  • სამეცნიერო სტიპენდიატი, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“, გერმანია);
  • სამეცნიერო მკვლევარი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (გერმანია);

2008-2009 წლებში იყო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) პროექტის „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“ სამეცნიერო შემსრულებელი.

2015 წლიდან არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter)

2008-2010 - სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანულ-ქართული პროექტი სისხლის სამართალში - ფოლკსვაგენის ფონდი („VW-Stiftung“)

ანრი ოხანაშვილი არის ავტორი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ანგარიშებისა: „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ქართული და ზოგიერთი უცხოური კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი (სამართლის ჟურნალი N2 2009); „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით“ (გურამ ნაჭყებიას 75 წლისადმი მიღძვნილი საიუბილეო კრებული, 2016); „ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ: „სისხლის სამართლის მეცნიერება გაერთიანებულ ევროპაში“ (ანრი ოხანაშვილი, მარიო შუტცე, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (DGStZ), 1/2016).

არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი, მონაწილე და მომხსენებელი. მისი კვლევის სფეროა ქართული, გერმანული, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალი.

ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42