სწორედ შეჩერების მექანიზმი იყო ბოლო ბარიერი ვიზალიბერალიზაციამდე. ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ უახლოეს მომავალში საქ-ოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
"პარლამენტთან შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა წევრმა სახელმწიფოებმა ელჩების კონფიგურაციით უნდა დაადასტუროს ეს შეთანხმება და გამოდის, რომ რასაც ამდენ ხანს ველოდებოდით, ის შეთანხმება მიღწეულია, ხვალ კომიტეტი განიხილავს და შემდეგ გადავა პლენარულ სხდომაზე. ამით დასრულდება შეჩერების მექანიზმის შემუშავება. კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა“ - განაცხადა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ. მისი თქმით, შეჩერების მექანიზმის დამტკიცების პარალელურად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხიც დამტკიცდება.
მასალის გამოყენების პირობები






