შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობადა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა. ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერააღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში. შეხვედრაზე აღინიშნა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების საერთოძალისხმევამ გააძლიერა ავღანელი ხალხი მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის წარმოებაში და შეიქმნა ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
ქართული მხარე მიესალმა ავღანეთის „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ მიერ განხორციელებულმნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ეროვნული შერიგების პროცესის მიმდინარეობას.
ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიური წვლილისშემტანი ქვეყნის როლი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ იგი მხარს დაუჭერს ალიანსს მისიის განხორციელებაში 2016 წლის შემდეგ და შეინარჩუნებს არსებულ კონტინგენტს 2017 წლის ბოლომდე. ამას გარდა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.
მასალის გამოყენების პირობები






