ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 17:58, 07 Dec, 2016     1226
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

ბულგარეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ კოლეგას ბულგარეთის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში. მან ასევე ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად მინიჭების აუცილებლობაზე და გამოთქვა მზადყოფნა ბულგარეთის მხრიდან ხელი შეუწყოს პროცესის დროულ წარმართვას.

მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში ბულგარეთის მიერ გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა მომავალ წელს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის ბულგარეთის მიერ შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს ნატო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით იმ მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც არსებობს საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით, ასევე ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42