სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა
პოლიტიკა - 17:13, 07 Dec, 2016     1211
სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს ორი თვის განმავლობაში საველე და თეორიული კურსი ჩაუტარეს. ქართველ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ, სანაცვლოდ კი ამერიკელი ინსტრუქტორები სიმბოლური საჩუქრებით, ქართული ხანჯლებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიმართეს. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩს კარაბინის ტიპის შაშხანა უსახსოვრა. წვრთნების წარმატებით დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ მიულოცეს.

ლევან იზორია: „სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. დღეს დავასრულეთ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. გუშინ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი მიმართულება, სწორედ, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაა. ასე რომ, მომავალშიც იგეგმება მსგავსი წვრთნების უფრო ინტენსიური ფორმით ჩატარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზროიამ.

აშშ-ის ელჩმა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს, რაც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. „ეს ღონისძიება მორიგი მაგალითია, თუ როგორ ღრმავდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, რომლებიც ერთად უმკლავდებიან გამოწვევებს და ავითარებენ თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი, მსგავსი სახის კიდევ უფრო მეტ ღონისძიებაში მონაწილეობას“, - განაცხადა იან კელიმ.

გენერალური შტაბის უფროსმა კი, სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე, რაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სწავლებების ეფექტურად ჩატარებისთვის და სამხედროებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა.

„სწავლებები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარება. ამ მიმართულებით დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი კადრების შემოდინების თვალსაზრისით“- განაცხადა ჩაჩიბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42