"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია"- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 17:07, 07 Dec, 2016     1275
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის დელეგაციის მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივას გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით შესაბამის ფორმატებში საქართველოს პრობლემატიკის დღის წესრიგში არსებობა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა “ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც გაეროში საქართველოს მისია იტყობინება 6 დეკემბერს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციები, რომელსაც მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ესწრებოდნენ. პარტნიორებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა საკითხების განხილვისას უკრაინის დელეგაციამ, რომელიც უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის ქვოტით (საქართველო ამ ჯგუფის წევრია) წამოჭრა საკითხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. „შეთანხმების“ რატიფიკაციის თაობაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავს საწინააღმდეგო პოზიცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42