დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა
პოლიტიკა - 15:27, 07 Dec, 2016     1300
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე წარიმართა. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება მსოფლიო ბანკის ჯგუფთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვებზე, აგრეთვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების მოძიებაზე, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიმართულია სექტორულ დონეზე ინვესტიციების მოზიდვაზე, სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე, საბაჟო და საგადასახადო რეფორმების გატარების ხელშეწყობაზე.

აგრეთვე საუბარი წარიმართა ახალ პროექტზე, რომლის მიზანსაც ვაჭრობის განვითარება და ინვესტიციების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მხარეებმა განსაკუთრებულად განიხილეს საქართველოში ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის პროექტიც, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის 8 რეგიონული ინოვაციების ჰაბების შექმნას დიდ ქალაქებში და 50 ინოვაციების ცენტრების შექმნას შემოგარენ სოფლებში. აღნიშნული ინოვაციები ინფრასტრუქტურა შექმნის 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ინოვაციების ინფრასტრუქტურის ბაზა ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების დონისა და სამეწარმეო თუ სხვა საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას შემდგომი დასაქმების მიზნით. 2020 წლისთვის 150 000 ბენეფიციარი ისარგებლებს ინოვაციების ინფრასტრუქტურითა და შეთავაზებული სერვისებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42