"მე ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების და არა კონკრეტული პირების წინაშე“- ოზურგეთის მერი
პოლიტიკა - 15:23, 07 Dec, 2016     2212
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ დედა ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებას.

აქ საუბარია ბიუჯეტზე, რომლის წინაშეც ყველანი, განურჩევლად რწმენისა და იდეოლოგიისა, თანაბრად ვართ ანგარიშვალდებულნი.

ასევე, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მე, როგორც ხალხის მიერ არჩეული მერი, ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების და არა კონკრეტული პირების წინაშე, რა წოდების მქონენიც არ უნდა იყვნენ ისინი.

გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი ხალხის ფულია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან შედგება და ნებისმიერმა ორგანიზაციამ მიზნობრივად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა დახარჯოს საბიუჯეტო თანხები.

ქალაქ ოზურგეთის მერიას, სხვა მხრივ, არანაირი დაპირისპირება და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არ აქვს შემოქმედის ეპარქიასთან და მეუფე იოსებთან. დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფინანსური მონიტორინგის დროს ჩვენ ვერ დავინახეთ წინა წელს გაცემული თანხების მიზნობრივად ხარჯვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თანხა, რომელიც წელს ეპარქიისთვის უნდა მიგვეცა, სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. ხოლო ფინანსური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ.

კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩემს უდიდეს პატივისცემას და აღვნიშნავ, რომ ხსენებული საკითხის ამგვარად გადაწყვეტის მიზეზი გახლდათ ჩვენი უცვლელი პრინციპი, რომ საბიუჯეტო სახსრები უპირობოდ მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, რაც სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვუპირისპირდებით.

სწორედ დედა ეკლესიის, რელიგიისა და პატრიარქისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ შეგნებულად არ ვასაჯაროებთ იმ არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, რომელიც დოკუმენტაციაშია ასახული, თუმცა საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულ დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ"- განაცხადა ოზურგეთის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42