გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:52, 07 Dec, 2016     1344

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესის შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ურუგვაის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საუბარი შეეხო საქართველოს იკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლიერება გამოხატა ურუგვაის მიმართ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომლითაც გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და აღნიშნა, რომ ურუგვაის ამ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში მსგავსი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამითქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის სფეროებში ურთიერთობების გააქტიურებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა განაცხადა, ეს იყო საქართველოს და ურუგვაის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.

„შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ლიდერები გასაუბრებოდნენ ერთმანეთს.

ურუგვაის პოზიცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კონტექსტში.

განხილეს ძალიან კონკრეტული საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, ვაჭრობის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და ასევე რეგიონალურ თანამშრომლობას'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42