გადაუცემელი ბინები სამხედროებს - ,,დავა თინა ხიდაშელის მინისტრობის პირობებში დაიწყო“
პოლიტიკა - 14:38, 07 Dec, 2016     7358
თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის ყოფნის პირობებში წარმოიშვა დავა სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ბინების გადაცემის თაობაზე - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის და სამხედრო პირების განცხადებით, დღემდე, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ სრულდება ვალდებულებები, სამხედრო პირებზე კონტრაქტით გათვალისწინებული ფართების გადაცემის თაობაზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, 2011 წელს შესასრულებელი ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.

„არაერთმა ადამიანმა მიმართა სასამართლოს. თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებზე გაჭიანურდა კონტრაქტით გათვალისწინებული ფართების გადაცემა.

როდესაც სამხედრო პირი დებს კონტრაქტს, მას ამ კონტრაქტით ეკუთვნის გარკვეული ფართი, თუმცა სამხედროებს სთავაზობენ ფართს თბილისის ნაცვლად თელავში, სადაც დევნილები ცხოვრობენ და თავისთავად, მათი გასახლება ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება.

თინა ხიდაშელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 9 დეკემბერს ჩაინიშნა ბინების გადაცემის კენჭისყრა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტრო ბინებს გადასცემს სამხედრო პირებს თბილისის ნაცვლად, რაც იყო გათვალისწინებული, თელავში,“-განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ადვოკატი და სამხედრო პირები ლევან იზორიასთან შეხვედრას ითხოვენ, მათ იმედი აქვთ, რომ იზორია თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.

„მინისტრმა ლევან იზორიამ შესაძლოა არ იცის იმ პრობლემის შესახებ, რაც ფართების გადაცემასთან არის დაკავშირებული, თელავშიც კი ფართები გადაეცემათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც მოიგეს სასამართლო პროცესები, მათ გარდა ასეთი დაზარალებული სამხედრო ასობით არის.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლევან იზორია საკითხით დაინტერესდება, ეს არ არის მოუგვარებელი პრობლემა. ეს არის მხოლოდ კეთილი ნების გადმოცემის სურვილი,“-განაცხადა ლექსო კობაიძემ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42