გიორგი კვირიკაშვილმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა
პოლიტიკა - 14:09, 07 Dec, 2016     3781
საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობის მოდელით, შესაძლებელი გახდა თანამედროვე აპარატურის შეძენა, რის შედეგადაც, პაციენტებს სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევთ. უახლესი აპარატურით მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

„ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. იგი 1990 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ამ კლინიკაში ინვესტირებული აქვს 34 მილიონი ევრო და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში საკუთარი კედლებიც კურნავს ადამიანს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ახალ კორპუსში, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან. უახლესი ტექნოლოგიები, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, სიმსივნური უბნის დიდი სიზუსტით, მაქსიმალური დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42