საარსებო შემწეობა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაიცა, ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის თაობაზე „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონსა და გამომდინარე კანონებში ცვლილებები შედის, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოადგინა.
აკაკი ზოიძის განცხადებით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან თავისუფლდებიან საარსებო შემწეობის ბენეფიციარები.
„შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აღნიშნული კანონპროექტი თანდართულ პაკეტთან ერთად წინა მომწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა პროცედურილად მისი განხილვა სამივე მოსმენით ვერ მოესწრო. ამიტომ მასში ბოლო ვადად 2016 წლის1 ივლისია მითითებული, რაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 1 დეკემრით ჩასწორდა.
მასალის გამოყენების პირობები






