შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხის განხილვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში (LIBE) გაგრძელდება, სადაც 8 დეკმბერს კენჭისყრაა დაგეგმილი.
"შეჩერების მექანიზმის" საკითხზე მომხსენებელია "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა.
ეს საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.
„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რომ შევიდეს ძალაში, აუცილებელია შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ეს არის განხილვის ბოლო სტადიაში, თუ როგორ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი.“-განაცხადა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






