გიორგი მღებრიშვილი იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს შეხვდა
პოლიტიკა - 11:17, 07 Dec, 2016     1460

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

რომში გიორგი მღებრიშვილი იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ტულიო დელ სეტეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა კარაბინიერების კორპუსის მეთაურს იტალიაში საქართველოს პოლიციის ახალი ატაშე წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, - განაცხადა ტულიო დელ სეტესთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა, - ამიერიდან ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნით რომში, ჩვენ თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ“.

იტალია მე-13 ქვეყანაა, სადაც საქართველოს შს სამინისტრომ პოლიციის ატაშე წარგზავნა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პარტნიორ ქვეყნებში პოლიციის ატაშეების დანიშვნამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.

საქართველოს შს მინისტრმა კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მან ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნაზე, ასევე, ნატო-ს და ევროპული საპოლიციო სპეციალური ძალების სტანდარტების შესაბამისად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეფორმაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გეგმავს, გახდეს ევროპული და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული სტატუსის მქონე საპოლიციო ძალების გაერთიანების წევრი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და წვრთნებში, რისთვისაც იტალიელი კარაბინიერების გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს ინფორმაციას გაუზიარებენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკას გააცნობენ.

თავის მხრივ, გენერალ-ლეიტენანტმა ტულიო დელ სეტემ საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისთვის იტალიის კარაბინიერების კორპუსის საქმიანობის ამსახველი სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42