“ჯობს ამის შესახებ ბატონ პრემიერს თავად ჰკითხოთ ვის გულისხმობდა კონკრეტულად. ოთხ პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, თავისთავად ეს არის ჩვენი ხელისუფლების სამოქმედო გეგმა. ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს წინააღმდეგობა, ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და ეს დაშვებულია დემოკრატიაში,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა კვლავ ხელისუფლებაზეა მორგებული.
„ამის რეფორმებად მონათვლა არის ცინიზმი, ვინაიდან ეკონომიკა არის გაჩერებული და შემოსავლების მობილიზებას ვერ ახდენს, რომ კვებოს თავისი გაზრდილი ბიუროკრატია და ფუფუნება საკუთარი გარემოცვის. ამისთვის მათ ხალხს, რომელიც ისედაც გაღარიბებულია, კიდევ უფრო მეტად უდნა წაართვან შემოსავლები,“- აცხადებს ოთარ კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






