„მომიტევეთ, მაგრამ დუმილი ამ შემთხვევაში სულ ცოტა- სირცხვილია!!!!“ - წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანი მაია სასწრაფოშვილი და ქართული რეალობის სამ ხმაურიან ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებას აფიქსირებს.
მაია სასწრაფოშვილი:
1) შეგახსენებთ,
რომ ყველას აქვს უფლება გათხოვდეს ან დაქორწინდეს მასზე, ვისზეც უნდა!!!!
როდესაც უნდა! სადაც უნდა! თანამდებობის, სტატუსის,
რელიგიისა და
კანის ფერის მიუხედავად!!!
მათ შორის საქართველოს
იუსტიციის მინისტრსაც !!
გილოცავ თეა !!
ბედნიერებას გისურვებთ ორივეს !!

2) მე მომწონს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ქანდაკება !!!!
ეს ახალი საუკუნის ახალი ხედვაა!!!
ეს მხოლოდ ჩემს გემოვნებასა და სუბიექტურ აზრს დააბრალეთ!!!
გმადლობ !!!
P.S. ბატონ გენერალსაც მოეწონებოდა მერწმუნეთ !!!!!

3) არ შეიძლება !!!
სირცხვილია !!!
სითავხედეა !!!
.....და ბოლოს სასაცილოა ,
სატირალი რომ არ იყოს მერიის ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები !!!
უფლება არ აქვს არავის ,მშიერი და თუნდაც მაძღარი ხალხის,
ასი ათასობით ლარი მოახმაროს
ვიღაც უცოდინარ "მაღალჩინოსნებს" რომელთაც ელემენტარული
მოქცევის და ჩაცმის წესებიც
კი არ იციან თურმე !!!!!
და თუ ამ სამარცხვინო ფაქტს
აქვს ადგილი , საერთოდ არც უნდა გამოგეაშკარავებინათ ეს და თვითონ გეზრუნათ ეგრეთ წოდებულ "მაღალჩინოსან"
პირებს ამ სამარცხვინო
საკითხის აღმოფხვრა!!!
..ჩემმა 3 წლის მათემაც კი იცის მოქცევის წესები და არკვევს რომელი ჩანგალი რისთვის არის განკუთვნილი!!
თუ მაგალჩინოსანი ვერ არკვევს თევზის დანას სტეიკის დანისგან ,სულაც მშიერი დარჩენილა ან სახლში რომ მივა ხელებით მიირთვას !!!
არ გაბედოთ მშიერი ხალხის ფულის მოხმარება ამ უვიცებისათვის!!!
P.S...ნეტავ ის გამაგებინა ,ვის მოუვიდა ეს იდეა აზრად?????.......კატასტროფაა !!!!
ეს არ არის ევროპული ხედვა,
ეს ცივილური ხედვაა და სიმართლეა!!!!

მასალის გამოყენების პირობები






