„მრავალშვილიანი მამა შეშლილია იმაზე ფიქრით, როგორ გამოკვებოს და გაათბობს საკუთარი ოჯახი - შვილები“
სოც.მედია - 10:46, 07 Dec, 2016     42723

„ჩვენ კი გადავიხდით ათასლარიან დაბადების დღეებსა და ხუთი ათას ლარიან ქორწილებს“ - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პოეტი თორნიკე ნაროზაული და შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

თორნიკე ნაროზაული:

„ორი წუთით მომიწია მაღაზიაში გასვლა.
ისეთი ყინვაა ძლივს ჩამოვაღწიე სახლამდე და ერთი წამით დავფიქრდი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ღია ცის ქვეშ უწევთ ამ ღამის გათენება და იმათზეც, რომლებიც სახლის კედლებს არიან შეფარებულები, მაგრამ არ აქვთ სახსრები გათბობის ჩასართავად, არც ფინჯანი ჩაის დალევის ფუფუნები აქვთ და არც სხვა საშუალება სითბოს მოსაპოვებლად ამ თბილსახელიან ქალაქში.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ძლებს ეს საბრალო, მშიერი და შეციებული ხალხი, არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, მუცელამოყორილი და ფულში ჩაფლული ხალხი, როგორ ძლებს ამ საბრალო ადამიანების გვერდით, გული როგორ არ უსკდებათ?..

უკვე შეიმოსა ქალაქის ქუჩები საახალწლოდ - ეხლა ვუსმენ, რომელიღაც სახელმწიფო მოხელეს, რომელიც სიამაყით საუბრობს ძველი განათებების ახლით ჩანაცვლების შესახებ... ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ ყველაფერზე და კიდევ უამრავი პირად-პირადად ჩვენგან დაიხარჯება ათასი სისულელის ყიდვაში, ნივთების, რომლებსაც 3-4 დღით გამოვიყენებთ და შემდეგ წელს ისევ ახლით ჩავანაცვლებთ.

ამ დროს კი ვიღაც მრავალშვილიანი მამა შეშლილია იმაზე ფიქრით, როგორ გამოკვებოს და გაათბობს საკუთარი ოჯახი - შვილები, რომლებიც მომავალს შექმნიან და როგორი იქნება ეს მომავალი? - შეციებული და დამშეული.

ჩენ კი ისევ, ვიყიდით სიგარეტებს, ვიყიდით საახალწლო ინვენტარს, ვიყიდით ათას სისულელეს და ისევე სულელურად გადავყრით, გადავიხდით ათასლარიან დაბადების დღეებსა და ხუთი ათას ლარიან ქორწილებს - ვაქებთ ან გავლანძღვათ სახელმწიფო მოხელეებს და მაინც არაფერი შეიცვლება - ისევ გაყინული და მშიერი ბავშები გაათენებენ "ჩვენ წილ ღამეებს".

ყარს ეს პლანეტა სიცივის სუნით.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42