საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრობს. მან აღნიშნულ თემაზე კომენტარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.
ზოდელავას ინფორმაციით, გვამის ფარული ეგზჰუმაცია მოხდა, თუმცა მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს და ოჯახი ამ ინფორმაციას მალავს:
„ვფიქრობ, რომ გვამის ფარული ეგზჰუმაცია მოხდა და არ ამხელენ, რადგან არავითარი მტკიცებულება არ იყო. ხელისუფლებამ კი დაკარგა ინტერესი, რადგან მიხვდნენ, რომ ვერავითარ დივიდენდებს ვერ მოიპოვებდნენ. სწორედ ამიტომ არ არის გოგლა ჟვანია ახლა პარლამენტის წევრი.
მასალის ნაწილის გასაიდუმლოებას რაც შეეხება, იყო დელიკატური საკიტხები, რომლის გამჟღავნებისგანაც გამოძიებამ თავი შეიკავა. ამის გასაჯაროვება ახლაც არ მომხდარა“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






