,,ქვეყანა თავბრუდახვეულია... ღალატით თუ ლანძღვა-გინებით, ეკლესიით, პოლიტიკით, კრიმინალით... არჩევნებით“
სოც.მედია - 20:59, 06 Dec, 2016     4125

„ჯანდაბა ამ ყველაფერს, მე კარგი ამბავიც მაქვს მეგობრებო - ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვერ გაგრძელდება რადგან სამყარო სიცარიელეს ვერ იტანს“ - წერს დავით დეფი და დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

დავით დეფი: ახლა ვუყურებ ქუჩებს, ადამიანებს ამ ქუჩებში და ვფიქრობ - სიმართლე ადვილად და სწრაფად რომ ვრცელდებოდეს ის სიმართლე აღარ იქნებოდა, ის ჭორი იქნებოდა.

სიმართლის ბუნება უცნაური რამაა. ის ყოველთვის განგებ აგვიანებს. თითქოს ადამიანებს აკვირდება, ვინ როგორ იქცევა, ვინ როგორ მეტყველებს სანამ ის გამოჩნდება - ბოლოს კი, როცა სიმართლე მჟღავნდება და ყველაფერი თავის ადგილზეა, საოცარი დრო დგება, სიჩუმის დრო. თუმცა ცოტა ხნით. მერე ისევ ყაყანია. ისევ ჭორები და თავბრუსხვევა. ზუსტად ასეა ახლა - მთელი ქვეყანა თავბრუდახვეულია.

ყველაფრით თავბრუდახვეულია - გაძვირებითა თუ გაუფასურებით, იმედითა თუ უიმედობით, განხეთქილებით თუ პირდაპირი ღალატით თუ ლანძღვა-გინებითა და ცინიზმით, ეკლესიით, პოლიტიკით, კრიმინალით, საზოგადოებით, ტელევიზიით, ინტერნეტით, არჩევნებით აქ თუ იქ, მომავლითა და აწმყოთი, წიგნის ბაზრობებითა თუ უწიგნურობით, სამსახურებით თუ უმუშევრობით, მეძავობით თუ უმანკოებით, მათხოვრობითა თუ მფლანგველობით, უმეცრებითა თუ სიბრძნით, ტყუილითა და ჭორით და ჩიხში დგომით. სახით კედელთან. უხმოდ.

მე მხოლოდ მინდა ვიცოდე, სიმართლე ჩქარა რა მიზეზით არ ვრცელდება? სიმართლის სიჩქარით რომ გვევლო ახლა სად ვიქნებოდით? რამდენია სიმართლის სიჩქარე? ისტორიის შავ ხვრელებში როგორ იკარგება ის და თუ აქედან გააღწევს ან აქ შემოაღწევს, მერე სად მიდის?

შესაძლოა და თანაც მალე, ამ ქვეყანაში ბევრმა რამემ, ცნებამ თუ მცნებამ, არსებობა შეწყვეტოს და მათ შორის, ამ არსებობაშეწყვეტილ ამბებს შორის სიმართლე და მისი სიცოცხლე, ვფიქრობ უპირველესია. მხოლოდ ის გვანიჭებს ძალას და როცა ის არ არის ყველა და ყველაფერი უძლურია. სუსტია და გაყუჩებული. არსის გარეშე გამოფიტული. უშინაარსო.

ჩემთვის სიმართლე სიცოცხლეა. თვითონ სიცოცხლე და არა არსებობა. არსებობს ბევრი რამ, მაგრამ არ ცოცხლობს. სიმართლის გარეშე ყოფნის ამბავი კმაყოფილად მოწყენილი, დაშტერებულად უსუსური ყოფის ამბავია. ამბავი ცარიელი ქუჩებით და ცარიელი ადამიანებით ამ ქუჩებში. ყველა ჩქარა მიდის, მაგრამ არავინ არსად.

ჯანდაბა ამ ყველაფერს, მე კარგი ამბავიც მაქვს მეგობრებო - ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვერ გაგრძელდება რადგან სამყარო სიცარიელეს ვერ იტანს და რადგან:

ერთი მთლიანი ჩვენს წინ გასამდა. ის უსასრულოდ განისრულება. რადგან სიცოცხლის ნების თანახმად, სუნთქვის არსია თავისუფლება.

დ♔სიახLOVE
6 დეკემბერი 2016





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42