"რათ უნდა სწავლა, რომ ცხვირში თითი არ შეიყონ... სირცხვილია ნარმანიას მერობა"- ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა - 18:55, 06 Dec, 2016     9951
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის საქმიანობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერმა უკვე მერამდენედ აღიარა თავისი უმწეობა. ელისაშვილის თქმით ნარმანიას მერობა სირცხვილია და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. აღნიშნული განცხადება ელისაშვილმა დღეს კურიერის ეთერი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით საუბრის დროს გააკეთა:

„რათ უნდა სწავლა, ჩანგლით რომ უნდა ჭამონ და ცხვირში თითი არ შეიყონ. დავით ნარმანია აღიარებს, რომ ვინ რა ტენდერს აცხადებს, მისი თანამშრომლები რითი არიან დაკავებულები, არ იცის. რა ჰქვია ახლა ამას? რა ჰქვია იმას, როდესაც ქალაქის მერი მერამდენედ აღიარებს თავის უმწეობას. ცხადდება უმსგავსო ტრენინგი, სადაც სუფრასთან მოქცევის წესი უნდა ისწავლონ. 30-40 წლის ხალხმა თუ სუფრასთან მოქცევის წესი არ იცის და ისე არიან საჯარო სამსახურში, რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ?! საცოდაობაა მისი ყურება, რადგან ვერაფერს შიგნით ვერ აკონტროლებს. ხალხი ცუდ დღეშია, ყოველ დილით ცივი ოფლი მასხამს, სანამ ლარის კურს შევხედავ. კიდევ 9 წელი მაქვს ბინის კრედიტი სახდელი და ვერ ვხედავ, რომ მთავრობა ქამრებს იჭერდეს. ქამრებს გვიჭერენ ჩვენ ყელზე. წადი მეთქი, ვურჩიე მეგობრულად, რადგან საჯარო ბიოგრაფიას იფუჭებ მეთქი. სირცხვილია ნარმანიას მერობა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, მისი თქმით გამორიცხული არაა, რომ ოპოზიციამ ნარმანია საკრებულოში დაიბაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42