გიორგი მარგველაშვილი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 18:47, 06 Dec, 2016     1236
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის'' მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარეც საქართველოა. 2017 წლიდან კი, საქართველო OGP -ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

სამიტში, რომელიც 7-9 დეკემბერს პარიზში ჩატარდება, 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე“ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი სამიტის მონაწილე პარტნიორებს მიმართავს და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს.

საფრანგეთის დედაქალაქში, სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები და ჟურნალისტები გლობალური გამოწვევების ფონზე „ღია მმართველობის დღის წესრიგთან“ დაკავშირებით, გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბებიან.

საქართველოდან „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს'' აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დედაქალაქის თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამიტის მონაწილეები განიხილავენ გამჭვირვალობის, ანტიკორუფციულ და კლიმატის საკითხებს და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებს.

სამიტის მონაწილეები 300-ზე მეტ პანელზე და სემინარზე გაცვლიან გამოცდილებას და მოაწყობენ ღია მმართველობის იმ შემთხვევების პრეზენტაციებს, რომლებმაც მოქალაქეთა ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარეს კლოდ ბარტოლონეს, ეწვევა საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტს და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42