პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრები მიიღო
პოლიტიკა - 16:48, 06 Dec, 2016     1297
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს; საუბარი შეეხო საქართველოში არჩევნების შემდგომ პერიოდს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება გააცნო; გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ბრიტანულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო ვითარდება, როგორც სტაბილური დემოკრატიის, უსაფრთხო ქვეყანა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საუბარი, ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.

„დიდი ბრიტანეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც მრავალმხრივი ურთიერთობა გვაქვს; მათ შორის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საპარლამენტო დიპლომატია. ამ ჯგუფის მიზანია, კიდევ ერთხელ გაეცნოს საქართველოში არსებულ ვითარებასა და განაახლოს ურთიერთობა ჩვენს ახალადარჩეულ პარლამენტსა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტს შორის, ასევე ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების გაღვივებასა და განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42