აღსანიშნავია, რომ ეს არის ანგოლას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ღონისძიება გაიმართა ნამიბიის პრეზიდენტის სასახლეში. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ანგოლას პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე პირველად აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ანგოლას პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟორჯეს რებერო ჩიკოტისთან. შეხვედრაზე განიხილეს ვაჭრობის, განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა განავითაროს მეგობრული კავშირები ანგოლასთან და ხელი შეუწყოს პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






