"სააკაშვილის, მერაბიშვილის და ადეიშვილის ბრძანებით გაკეთდა ყველაფერი"- აბდალაძე
პოლიტიკა - 16:08, 06 Dec, 2016     8409
ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურის განცხადებას "ნიუპოსტთან" აფასებს. ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ შოთაძის უწყების განცხადებამ მათ იმედი გაუჩინა.

"გამოძიებამ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა რომ დაედგინა თუ როგორ და რა მიმართულებით ხდებოდა ზეწოლა ჩვენზე. მადლობას ვუხდით პროკურატურას და ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ჟურნალისტს ვინც წლების განმავლობაში გვერდში გვედგა. თავის დროზე რომ არა ჟურნალისტების პროტესტი, ჩვენი საქმე როგორ დამთავრდებოდა კაცმა არ იცის. საქმეს გრიფი აეხსნა, პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო და დღეს ჩვენ იმედი მოგვეცა"- განუცხადა "ნიუპოსტს" აბდალაძემ.

მისი თქმით, გამოძიება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ერთი - რა მეთოდებით და როგორ ხდებოდა და მეორე ვინ გასცა ბრძანება, ეს უკვე შემდეგი ეტაპია. იმედი გვაქვს სასამართლო გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და გაგვამართლებენ. წინა ხელისუფლების დროს უდანაშაულო ადამიანები ვიყავით ციხეში"- აღნიშნა ფოტოგრაფმა.

აბდალაძის განცხადებით, მათი დაკავების ბრძანებას ყოფილი მაღალჩინოისნების გარდა ვერავინ გასცემდა.

"მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გარეშე, ვანო მერაბიშვილისა და ადეიშვილის გარეშე და მაშინდელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლობის გარეშე ამ უკანონო ბრძანებას არავინ შეასრულებდა. მათი ბრძანებით იყო ყველაფერი გაკეთებული"- უთხრა "ნიუპოსტს" აბდალაძემ.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე განცხადება გააკეთა. უწყების ცნობით, შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42