"სეკრეტები" არ მაინტერესებს, ნდობის ჯგუფში ყოფნა არ მინდა"- ემზარ კვიციანი
პოლიტიკა - 15:39, 06 Dec, 2016     2563
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, მასზე "სანდო ადამიანს არ იცნობს". შესაბამისი განცხადება დეპუტატმა ჟურნალისტებთან გააკეთა, რომლებიც დაინტერესდნენ იქნება თუ არა ის პარლამენტის ნდობის ჯგუფში.

„საერთოდ „სეკრეტები“ არ მაინტერესებს. როგორც თქვენი, ჟურნალისტების არ მაინტერესებს, ისე ამ ჯგუფში არსებული "სეკრეტები" არ მაინტერესებს",-თქვა კვიციანმა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფში ოპოზიციას ერთი კვოტა ეკუთვნის. სავარაუდოდ, აღნიშნულ ჯგუფში საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი აბესაძის კანდიდატურას წარადგენს.

ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტურია.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამჯერად ემზარ კვიციანს მხარს არ დაუჭერს. თუმცა, მმართველ გუნდში საკუთარ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ.

„ეს საკითხი ჩვენთვის არის წმინდა ტექნიკური საკითხი, იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტა ამ შემთხვევაში, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის საკითხს დააყენებენ,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ენმ-ისთვის პრინციპულ საკითხს ნდობის ჯგუფში ემზარ კვიციანის შესაძლო ყოფნა წარმოადგენს.

„ემზარ კვიციანი შეიარაღებით დაუპირისპირდა ოფიციალურ საჯარისო დანაყოფებს, შემდგომ თავს აფარებდა ოკუპირებულ აფხაზეთს, შემდეგ მოსკოვს და მოსკოვიდან აკეთებდა განცხადებებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ეს არის მიზეზი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42