გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 15:45, 06 Dec, 2016     1289

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სირილ მიულერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო პროექტებს შეეხო.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს სისტემატური დიაგნოსტირების პროგრამის შესახებ აცნობა, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოში განახორციელებს. პროგრამა მსოფლიო ბანკს დაეხმარება კომპლექსურად შეისწავლოს ქვეყანაში არსებული ვითარება, რათა აღმოაჩინოს ხარვეზები და წარმატებით განახორციელოს სამომავლო მიზნები.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთოს განათლების ხარისხის ამაღლებაში, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი გამოაცხადა როგორც საგანმანათლებლო წელი, მივიჩნევთ, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, უნდა იყოს ინოვაციები, კერძო და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფს მათ მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42