„ტელევიზიის ძალა ისაა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის გიგანტურ ელექტრონულ რესურსებში, ყველაზე მეტი ნახვა, ბოლო ორი დღეა, ყრდელს აქვს“ - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.ამ ყველაფერში კი მთავარი „დამნაშავე“ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბიზნესლედი ლუნა გახლავთ. რომელმაც სერიალში ყრდელის გატანა ექსპორტზე გადაწყვიტა რეალში კი სრულიად საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
როგორც ჩანს სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა სერიალის დამსახურებით გაკეთებულ სხვა სიკეთეებთან ერთად გადაწყვიტა მივიწყებული სიტყვები შეახსენოს ხალხს.
სწორედ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ, ბოტანიკურ ლექსიკონში წერია, რომ ყრდელი არის იგივე სალათა, დიახ, სალათა, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებსა და ბაზრობებზე იყიდება და რომელსაც ძალიან ხშირად მივირთმევთ.
ხოლო ფეისბუქ მომხმარებელი ზურა ბაუჟაძე ყრდელთან დაკავშირებით შემდეგ განმარტებას აკეთებს.
ეს არის ყრდელი
ეს ფოტო წეღანაც მედო, მაგრამ შემედავენ, რომ ეს ანუ სალათა არ არის ყრდელიო. პოსტი წავშალე და ყოველი შემთხვევისთვის ივანე ჯავახიშვილის შრომებში გადავამოწმე (ტომი მეხუთე, გვერდი 223). რადგანაც ფოტო უკან დავაბრუნე, ესე იგი ასე ყოფილა. ყრდელი არის სალათი. აქვე ავღნიშნავ, რომ არსებობს ყრდელის სხვა ფორმებიც ხავარტა, ხასი, მაროლი და ველის ყრდელი. თუმცა, როცა ჯავახიშვილი ამ მცენარის რაობას არკვევდა ცნობების ნაკლებობის გამო მიუთითებდა, რომ სხვადასხვა სახელი სხვადასხვა ხანაში შესაძლოა ერთი და იგივე მცენარეს რქმეოდა.
მასალის გამოყენების პირობები






