ვაშაძე სავალუტო ფონდის პოზიციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასკვნა, რომლიც ფონდმა გამოაქვეყნა, ნორმალურია.
„ის, რაც მოხდა ლართან მიმართებაში, მე ამაზე პასუხს ვერ მოვთხოვ კერძო კომპანიას. უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი და თქვას, ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.
საკმაოდ კრიტიკული იყო სავალუტო ფონდის წინა დასკვნები, ბოლო დასკვნა შედარებით ნორმალური იყო“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვაშაძე ასევე აცხადებს, მისი ინფორმაციით, კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირებაა.
„ჩემი კულუარული ინფორმაციით, ამ ყველაფრის ავტორი, იყო დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი დაჟინებული მოთხოვნით, გამოვიდა ახალი ინიციატივები, რომელიც სად წაიკითხა, სად ისწავლა ან ვინ ურჩია არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამის ფონზე, პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირებაა. დაპირისპირებაა ასევე მათ გუნდებს შორის, რომლებიც შიდაკულუარულ განხილვებში, ერთმანეთზე გადაბრალებით არიან დაკავებულნი“- განაცხადა ვაშაძემ, რომელიც ქუმსიშვილის მიერ გასულ კვირას გამოთქმულ ინიციატივებ აბსურდულსა და გაუმართლებელს უწოდებს.
,,ხელისუფლებამ საკუთარი უგუნური ქმედებით, სერიოზული რყევები გამოიწვია და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ეკონომიკას. საჭიროა საინვესტიციო პროგრამები. ქვეყანაში დოლარის შემოდინების ნაკადი ნაკლებია, კრიზისი ამანაც გამოიწვია. თბილისს სჭირდება ახალი არტერიები განვითარებისა, ყველაფერი კონცენტრირებულია ცენტრში.
ჩვენ რეალურად გვაქვს რეგიონში შანსი, რომ გავხდეთ ცენტრი, რადგან თბილისს აქვს მეტი პერსპექტივა სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






