აჭარის რეგიონის ყველაზე წარმატებულმა სკოლამ ჟურნალისტებს უმასპინძლა - მედიატური შაჰინში
პოლიტიკა - 14:08, 06 Dec, 2016     1666
მიმდინარე წლის 5 დეკემებრს, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სპეციალური საინფომაციო ტური ჩატარდა.

საინფორმაციო ტურში 17 მედია საშუალების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც პირადად შეხვდნენ სკოლის დირექტორს ბატონ ელგუჯა დავითაძესა და სკოლის ადმინისტრაციას. შეხვდერის ფარგლებში ბატონმა ელგუჯამ სტუმრებს გააცნო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები; საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში მიღწეული გამარჯვებები, ასევე ის სიახლეები, რომელსაც სკოლა გეგმავს მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს. ტურის განმავლობაში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სკოლოს კამპუსი, დასწრებოდნენ სასკოლო პროცესს და შეხვედროდნენ სკოლის წარმატებულ მოსწაველეებს.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო ტური შაჰინის სკოლაში პირველად ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლა-ლიცეუმის შესახებ.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება და ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მასპინძლობა შაჰინის სკოლაში. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აჭარის რეგიონიში ჩვენი სკოლა-ლიცეუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა. ჩვენ მზად ვართ მსაგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური სახე მივცეთ, სადაც ჟურნალისტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება პირადად გაეცნოს იმ წარმატებებს, რასაც სკოლის მოსწავლეები აღწევენ, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო მასშტაბით“. - განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა ბატონმა ელგუჯა დავითაძემ.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს დაარსდა. მას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა უმეტესობას წარმატებული კარიერა აქვს ბიზნესის, აკადემიურ და სხვა სფეროებში. სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურსებში. სკოლას ჰყავს არაერთი ნიჭიერი სტიპენდიანტი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდა. თავდაპირველად სკოლაში მოსწავლეთა მიღება მეშვიდე კლასიდან იყო შესაძლებელი. 2004 წელს დაარსდა დაწყებითი სკოლაც. ამჟამად სკოლაში სწავლა 12 წლიანია. 2010 წელს სკოლა საკუთარ შენობაში გადავიდა აქვს ევროპული სტანდარტებით კეთილმოწყობილი კაბინეტები, სამუშაო და საკლასო ოთახები. სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა გუნდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42