საქართველოს პრეზიდენტი მაიკლ კარპენტერს შეხვდა
პოლიტიკა - 13:05, 06 Dec, 2016     1401
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს გაუსვეს ხაზი. მხარეებმა ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

აღინიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ყურადღებით დააკვირდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას.

გიორგი მარველაშვილმა მაიკლ კარპენტერს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42