სუს-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟესთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:11, 06 Dec, 2016     1682
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აშშ-ის წარმომადგენლებს სუს-ის, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყების მიერ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული მხარის მიერ ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნის გამოვლენისა და აღკვეთის კონკრეტული ფაქტები განიხილეს.

„მე ჩამოვედი საქართველოში და გავმართე შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც აშშ-ის მტკიცე პარტნიორია ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრეთ.

საქართველო მნიშვნელოვანი ლიდერია როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელებისა და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ ამ საფრთხის წინააღმდეგ“- განაცხადა გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟემ.

„შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობას ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ბატონმა საიმონ ლემანჟემ ხაზი გაუსვა საქართველოს, კერძოდ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღწეულ წარმატებებს აღნიშნულ სფეროში. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, მადლობას უხდის ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და მტკიცე მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მანანა ბაღაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42