"შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს მტკიცედ უჭერს მხარს. ელჩმა კელიმ გამოხატა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. პლურალიზმი, მე ვფიქრობ, ის უმთავრესი ელემენტია, რომელზეც გავლენას ახდენს რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე დავა. ამის თაობაზე, ჩვენი შეხედულება საყოველთაოდ ცნობილია და ველოდებით, საქართველოში ვიხილოთ ეფექტური და მრავალფეროვანი მედია, რაც ყოველთვის იყო საქართველოს ძლიერი მხარე. იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, ყოველთვის არსებობდა, თუნდაც ბოლო წლებში ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში კრიტიკული აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ეს გაგრძელდება," - აცხადებს თომას მელია.
ცნობისათვის, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემდე თომას მელია ამერიკის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.
მასალის გამოყენების პირობები






