მძღოლების მიერ ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო წესების დარღვევას სოცილურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი მომხმარებელი შს სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ანიტა რაჭველიშვილი:
,,ეს ბიჭი აღარ არის
შუქნიშანზე გადადიოდა,”ზებრაზე” და
მწვანეზე! მძღოლს არ იჩივის ოჯახი,ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო! დაუსჯელობის სინდრომი დაღუპავს ჩვენს ქვეყანას!!!
პრობლემა იმაშია რომ გიჟებივით დარბიან ქალაქში,სადაც მხოლოდ ნელა მიძრაობაა დაშვებული,მერე არასდროს უთმობენ ქვეითს,არც ”ზებრაზე” და მითუმეტეს არც სხვაგან! საჭესთან რომ ჯდები დიდი პასუხისმგებლობა გმართებს და თუ არ ხარ მზად პასუხისმგებლობა აიღო შენს და სხვის სიცოცხლეზეც,მაშინ ფეხით იარე! საწყალი ბიჭი! არ ვიცი რა დაუთმე გზა ქვეითს ”ზებრაზე”!
მეტი კონტროლი გზაზე და მეტი სიმკაცრე ტარების მოწმობის გაცემისას!!!“
გიორგი ონიანი:
,,კიდევ ერთი ახალგაზრდა შეეწირა თავხედი და ნაგლი მძღოლის ქმედებას... ზებრაზე არ გაატარა ადამიანი და დაეჯახა... უბედურება ისაა, რომ იმ მძღოლს როგორც მკვლელს კი არ გაასამართლებენ, არამედ როგორც უბედური
შემთხვევის მონაწილეს.. სასჯელიც არ იქნება შესაბამისი.. ჩემთვის ორივე მკვლელია, ვინც ადამიანს უსწრაფავს სუცოცხლეს... რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკლა.. სანამდე უნდა გაგძელდეს ინერტული დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ...“
მასალის გამოყენების პირობები






