,,1.3 მილიარდს მთავრობა რომ ხარჯავს ეს ნიშნავს, რომ ეს ფული არის არაეფექტიანად დახარჯული . ეს ფული შეეძლო დაეხარჯა კერძო სექტორს, ბევრად ეფექტიანად. აი აქ არის პრობლემა,“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.
მთავრობის კურსი ლარის გამყარებისკენ არის მიმართული, უბრალოდ სამ ნაწილად უნდა დაიყოს პროგრამა, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია, რომელიც მნიშვნელოვნად თვლის იმ პროგრამას, რაც ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მხრიდან ხორციელდება.
„უნდა მოხდეს გადასახადების და აქციზების აწევის თემის წამოწევა, იმიტომ რომ ბიუჯეტმა შეძლოს ეკონომიკის მხარდაჭერა, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
300 მილიონი, რაც გამოიყო ინფრასტრუქტურისთვის, არ არის საკმარისი, უნდა აღდგეს ახალი პროგრამა მსოფლიო ბანკთან და უნდა მოყვეს თანადაფინანსება.
ეს ტრადიციული მეთოდია და სხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდას კრძალავს. არავის უხარია გადასახადის გაზრდა, მაგრამ პირველი ბლოკი უნდა შეეხოს გადასახადის გაზრდას ისევ ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.“-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯგერენაია ამბობს, რომ ბოლო დღეებში რაც მოხდა, ,,იყო სუფთა აჟიოტაჟი, სპეკულაცია“. მისი თქმით, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სრული დოკუმენტი, სადაც მთლიანობაში იქნება აღწერილი, თუ რას აპირებენ.
,,ეს იყო გამოწვეული გაურკვევლობით, რაც ნახა მოსახლეობამ, იმ კითხვებზე პასუხი არ იყო. პაკეტად, რაც წარდგინდა, იყო ნაჩქარევად წარდგენილი, იმიტომ, რომ სამი განსხვავებული პაკეტია ერთდროულად წარდგენილი და არ არის დამთავრებული“ - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
მასალის გამოყენების პირობები






