ონლაინსესხებსა და ადამიანის საცდურებზე - ,,ნუ ავხუთავთ საბავშვო სათამაშოების მაღაზიის ფანჯრებს...“
სოც.მედია - 17:06, 05 Dec, 2016     2000
ეკონომიკურ ვითარებასა და მთავრობის მიერ ონლაინსესხების აკრძალვის ინიციატივის შესაძლო შედეგებზე წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი:


,,ონლაინსესხებსა და, ზოგადად, ადამიანის საცდურებზე

წეღან თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ბავშვის სათამაშოების მაღაზიის უზარმაზარ ფანჯრებს ჩავუარე. თვალი მომჭრა სათამაშოების სიუხვემ, სილამაზემ, მრავალფეროვნებამ და მიმზიდველობამ.

“ღმერთო, ამის დამნახავი რამდენი ბავშვი შეეხვეწება მშობელს, რომ ამ მაღაზიაში შეიყვანოს და რამდენი მშობელი ვერ გაბედავს მაღაზიაში ბავშვის შეყვანასაც კი, რადგან ამ გაჭირვებაში 2 ლარსაც ვერ გაიმეტებს სათამაშოსთვის,” - მეუბნება მეგობარი. (არადა სადღა ღირს რაიმე სათამაშო 2 ლარი.)

“მოდი, მოვითხოვოთ, რომ ბავშვის სათამაშოების მაღაზიებს აეკრძალოთ ღია ფანჯრებში სათამაშოების გამოფენა. ბავშვებს ცდუნება არ ექნებათ, მშობლები უხერხულობას არ იგრძნობენ შვილების წინაშე,” - ქოცური რეცეპტი შევთავაზე მეგობარს.

გაჩუმდა.

ასეა, მეგობრებო: პრობლემა ის კი არაა, ონლაიონსესხები რომ არსებობს. პრობლემა ისაა, რომ ეკონომიკური ვარდნის, უმუშევრობის, ბანკის სესხების ვერგადახდის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს სჭირდება (!) ონლაინსესხის აღება. თვითონაც ხვდება, რომ უფროდაბალპროცენტიანი სესხის გადასაფარად უფრომაღალპროცენტიანი სესხის აღებით კიდევ უფრო იკაბალებს თავს, მაგრამ რა ქნას?

გამოსავალი ეკონომიკურ ზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ოჯახების შემოსავლის გაზრდაშია და არა ონლაინსესხების აკრძალვაში. აკრძალავ? “შავ ბაზარზე” გადაინაცვლებს, სადაც სესხის ვერგადახდის საფასური “შავი სასამართლოა” - კრიმინალებითა და საქმის გარჩევებით.

ნუ ავხუთავთ საბავშვო სათამაშოების მაღაზიების გაჩახჩახებულ ფანჯრებს იმ მოტივით, რომ ბავშვებში ცდუნებას აღძრავენ. ეკონომიკა გავზარდოთ, რომ მშობლებმა ბავშვებს სათამაშოები უყიდონ“ - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42