საქართველოს პარლამენტი 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იკრიბებიან, რომელზეც განხილვის განრიგს შეათანხმებენ. პარლამენტმა 17 დეკემბრამდე მთავარი საფინანსო დოკუმენტი უნდა გაამტკიცოს:
"2017 წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია, რომ საზოგადოებაზე ნეგატიურად არ აისახოს გარკვეული ცვლილებები, რომელიც რეგიონში ხდება და მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა მივიღოთ მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენთვის დაბალი ეკონომიკური ზრდა, 2-3%-იანი, ცუდი მაჩვენებელია, მნიშვნელოვანია მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა შევძლოთ,“- განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.
11 მილიარდ 500 მილიონი ლარის მოცულობის შემოსავლების და შესაბამისი ხარჯების საფინანსო კანონის ბოლო ვერსია ოპოზიციის კრიტიკის საგანია.
„ვერ ასახავს რეალობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არ არის დაბალანსებული, არასწორად არის გაწერილი საშინაო და საგარეო ვალის საკითხები, უამრავი შენიშვნა გვაქვს ბიუჯეტთან მიმართებაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ ითვალისწინებს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






