„ძალიან მალე დავაკომპლექტებთ ჩვენ ახალ მთავრობას და ეს იქნება პროფესიონალთაგუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ჩვენ ძალიანბევრს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის. დღევანდელ ჩემსგამოსვლაში არაერთგზის აღვნიშნე ის პროექტები, რომელიც დაგეგმილია აჭარისავტონომიურ რესპულიკაში. ჩვენი პრიორიტეტია მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაცშეიძლება მეტი ინვესტიციები და მეტი განვითარება. რა თქმა უნდა ერთერთი მთავარიპრიორიტეტია ჩვენთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება, ასევე ძალიან ბევრი საინტერესოდა ინოვაციური პროექტია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც გააძლიერებსრეგიონის მაღალმთიანეთის მოსახლეობას. პრიორიტეტებში გვაქვს ასევე გოდერძისა დაგომარდულის განვითარება. და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი, რაცხელს შეუწყობს ჩვენს კუთხეს, რომ გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და ტურისტულადაქტიური, სოციალურად და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი“-განაცხადა ზურაბ პატარაძემარჩევის შემდეგ.
რეგიონის ახალმა მმართველმა ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრთა კაბინეტი 10 დღისვადაში უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პატარაძისკანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად 28ნოემბერს წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






