"ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, ჩემი აზრით, არადემოკრატიულ პროცესს გვთავაზობდა, როდესაც ყრილობის ჩატარებას ორი ათასი დელეგატის ფარგლებში ცდილობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება. მე და კიდევ არაერთ თანაგუნდელს საკითხის ასე დაყენება მიუღებლად მიგვაჩნია - მართალია, მიხეილ სააკაშვილს არა აქვს კანონიერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება, თუმცა ის სიმბოლურად უნდა დარჩენილიყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ. მსგავსი სურვილი ბოლო ოთხი წელია ივანიშვილს აქვს - არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, პროკურატურა მაშინ დაგანებებთ თავს, თუ სააკაშვილს პარტიიდან გარიყავთო.“- აცხადებს წიკლაური.
ნუგზარ წიკლაური პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, ასრულებს თუ არა გიგა ბოკერია ივანიშვილის მითითებებს, მისი თქმით ბოკერიას აზრით თუ ენმ-დან სააკაშვილის დისტანცირება მოხდება პარტია ე.წ შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს, თავად წიკლაური კი ამ ნაბიჯს ელექტორალურ თვითმკვლელობად აფასებს.
„გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" ელექტორალური თვითმკვლელობა იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც გაუმართლებელი იქნებოდა პარტიიდან გაგვერიყა ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პარტია და რომელთანაც სწორედ ის ცხრა წელი ასოცირდება, რომელსაც მე წარმატების წლებად მივიჩნევ" - აცხადებს წიკლაური "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
შეგახსნებთ 30 ნოემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დროს გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7000 დელეგატით 20 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ წინადადებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს 25 წევრმა დაუჭირა მხარი. ე.წ ბოკერიას ფრთის მიერ წარმოდგენილმა წინდადებამ, რომელიც 2000 დელეგატიანი ყრილობის 27 დეკემბერს ჩატარებას ითვალისწინებდა კენჭისყრაზე 24 ხმის მოგროვება შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






