„ქვეყანაში აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, ლარის იმიჯი გამყარდება" - ზვიად ძიძიგური
პოლიტიკა - 12:48, 05 Dec, 2016     3493
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის რადგან ხელისუფლებამ ეკონომიკის ასაღორძინებლად და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა.
მისივე თქმით, ეკონომიკის გაზრდის აუცილებელი პირობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

„ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება ყველა სამთავრობო დონეზე, ეს იქნება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

დღეს შექმნილი მდგომარეობა აჟიოტაჟის საბაბს არ იძლევა, ქვეყანაში არ არის არანაირი პანიკის საფუძველი. ეკონომიკის ასაღორძინებლად ხელისუფლებამ გადადგა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი და ეს ნაბიჯი გადადგა ისევ საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ლარის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდება, ამის თქმის საფუძველს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის მიერ მოწოდებული მონაცემები იძლევა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიუჯეტის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამები ხელშეუხებელი დარჩება. „შენარჩუნებულია ყველა პროგრამა, რაც გაწერილი იყო სოციალურ მიმართულებებზე, ის ცვლილებები, რაც ბიუჯეტში ხორციელდება, არავითარ შემთხვევაში ცუდ გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ღარიბ ნაწილზე და ეს ცვლილებები მოსახლეობის ამ კატეგორიას არ შეეხება.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, დედოლარიზაცია მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ განახორციელა.

ძიძიგურის ინფორმაციით, ლარი, დედოლარიზაციის გარდა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას გაამყარებს და აამაღლებს ეროვნული ვალუტის იმიჯსაც.

„დედოლარიზაციის გეგმა მიმართულია იმ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებიც 2015 წლამდე დაზარალდნენ, რადგან დოლარის და ლარის მიმართება იყო სრულიად სხვა პროპორციით.

33 000 ადმიანს ჰქონდა სესხი დოლარში და ამ პროექტის მეშვეობით ექნებათ ლარში და ამ ადამიანების მდგომარეობა შემსუბუქდება, ასევე ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის იმიჯი გამყარდება. არცერთი ფაქტორი აღარ მოქმედებს, რომელიც ლარის გაუფასურებას შეუწყობს ხელს. მეტი არის წინა წლებთან შედარებით ტურისტული ზრდის და უცხოური ინვესტიციის შემოსვლის მაჩვენებელიც.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42